კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც გუშინ დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა, – ამის შესახებ საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„კიევში აშშ-ის საელჩომ დროებით შეცვალა ოპერაციები 20 ნოემბერს, პოტენციური გარდაუვალი საჰაერო თავდასხმის შესახებ ცნობების გამო. საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, საჰაერო განგაშთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვნენ და მითითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიძიონ თავშესაფარი.
შეგახსენებთ, გუშინ საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა.