კიევს ლიეტუვის და ლატვიის ლიდერები ესტუმრნენ, რუსეთის მხრიდან დაბომბვისა და უპილოტო საფრენი მოწყობილობების შეტევის ფონზე

24 ნოემბერს, ბალტიისპირეთის მოკავშირე ქვეყნების, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები კიევში ჩავიდნენ და გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა ს წინააღმდეგ ომში, მაშინ, როცა ებრძვის შეფერხებებს ელექტროენერგიის მიწოდებაში.
24 ნოემბერს კიევს ესტუმრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე, რომელმაც უკრაინის ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკება.
“კიევში პატივი მივაგე კაცებსა და ქალებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: არსებობას და ცხოვრებას თავისუფლების პირობებში”, – დაწერა შიმონიტემ X-ზე და იქვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გვირგვინით ამკობს რუსეთთან ომში მებრძოლი უკრაინელების მემორიალს. “მათ თავიანთი სიცოცხლე ყველა ჩვენგანის დასაცავადაც გაწირეს, – დაწერა შიმონიტემ და დასძინა, – ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის უკრაინის დახმარება, რომ მან რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, სრულად აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ემსახუროს საერთაშორისო მართლმსაჯულებას და აღდგენის შემდეგ იყოს უფრო ძლიერი“.
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ შეხვდა ლატვიელ კოლეგას, ედგარს რინკევიჩს, რომელთა მოლაპარაკებებიც შეეხებოდა ს თავდაცვით საჭიროებებს და უკრაინის პოტენციალს, გახდეს ევროპის კავშირის წევრი.
ამავე დროს, არსებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს რუსეთმა განაგრძო უპილოტო საფრენი მოწყობილობებით დარტყმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 24 ნოემბრის მონაცემებით, უამინდობის, ტექნიკური დარღვევებისა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში 635 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტოენერგია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა