კიევმა რუსეთში მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა

უკრაინული მედიის განცხადებით, კიევმა რუსეთში, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან ერთად ჩაატარა.
წყარო გამოცემას უბენბა, რომ ეროდრომზე განთავსებული იყო SU-34 და SU-27 ბომბდამშენები, რომლებსაც უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, გარდა თვითმფრინავებისა, თავდასხმის დროს მოკვდა ან დაშავდა 20-მდე რუსი სამხედრო პერსონალი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმას ადასტურებენ რუსეთშიც. თვითმხილველების თქმით, აეროდრომთან ათობით დრონი შენიშნეს და აფეთქების ხმა 60-ზე მეტჯერ გაიგონეს.
რუსეთი ში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება