კიევი: „სკვითების ოქროს“ კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში დაბრუნდება

„სკვითების ოქროს“ კოლექცია ნიდერლანდიდან ში დაბრუნდება. ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტრო იტყობინება.
უკრაინის კულტურის სამინისტრო და ალარდ პირსონის მუზეუმი შეთანხმდნენ ყირიმის ოთხი მუზეუმის ექსპონატების დაბრუნებაზე. ორ ათასზე მეტი ნივთის კოლექცია გამოიფინა გამოფენაზე „ყირიმი – ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები“, რომელიც ამსტერდამში ჩატარდა 2014 წლის თებერვლიდან აგვისტომდე. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა კოლექციის მისთვის დაბრუნებას, უკრაინამ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.
უკრაინის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მუზეუმს კოლექციის ცხრა წლის განმავლობაში შენახვისთვის, ასევე ნიდერლანდის გადაწყვეტილებისთვის, რომ კიევს არ დააკისროს სამუზეუმო ექსპონატების შენახვის ხარჯები.
ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ „სკვითების ოქროს“ უკრაინაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში მიიღო. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა მას უწოდა „ლეღვის ფოთოლი, რომელიც ფარავს რეიდერულ ხელში ჩაგდებას“. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით. „ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. ჩვენ დავაბრუნეთ ‘სკვითების ოქრო’, დავიბრუნებთ ყირიმსაც“, – წერდა ის მაშინ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია