კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში” ხედავენ

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში” ხედავენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, კვლევების მიხედვით მოსახლეობის პესიმისტური განწყობა უკრაინის აყვავებასთან დაკავშირებით იზრდება. „ტრამპის პუტინთან “ფლირტმა” და თებერვალში, ზელენსკისთან სკანდალმა საბოლოოდ შეარყია უკრაინელების ნდობა“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინელების პესიმისტური განწყობების მიზეზი დონალდ ტრამპის მხრიდან დაპირებულის შეუსრულებლობაა. „მიმდინარე წლის მაისი-ივნისში “კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა” (КМИС) ჩაატარა კვლევები, რომლებმაც გამოავლინეს გამოკითხულთა 47%, რომლებიც ქვეყნის მომავალს ხედავენ “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში”.
ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მსგავსი სცენარის მხარდამჭერი – გამოკითხულთა 28%, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში – მხოლოდ 5% იყო. იმავე 2022 წლის გამოკითხვაში, რესპონდენტთა 88%-ს სჯეროდა უკრაინის აყვავების ევროკავშირის შემადგენლობაში, ხოლო 2025 წლის ივნისის გამოკითხვებში, მათი რიცხვი – 43%-მდე შემცირდა. სოციოლოგები უკრაინელების რიგებში პესიმიზმის ზრდას დონალდ ტრამპის მხრიდან მოლოდინების შეუსრულებლობას მიაწერენ, რომელიც -ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მსოფლიოს ომის შეჩერებას დაჰპირდა. თუმცა, ტრამპის პუტინთან “ფლირტმა” და თებერვალში, ზელენსკისთან სკანდალმა საბოლოოდ შეარყია უკრაინელების ნდობა. განწყობის შემცირების მიუხედავად, უკრაინელების უმეტესობა კვლავ ეწინააღმდეგება ტერიტორიულ დათმობებს და თვლის, რომ ერთიანობისკენ მიიწევს. КМИС-ის მონაცემებით, ამ აზრს გამოკითხულთა დაახლოებით 60% იზიარებს. ჩვენ კი, ტრადიციულად, უკრაინელებს მშვიდობა ვუსურვოთ და საკუთარ მშვიდობას მივხედოთ,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს