კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია – საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა – მტრის ვერცერთმა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამიზნეს რუსული ძალების მიერ გაშვებულმა ვერცერთმა დრონმა ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მორიგი ხანგრძლივი მასიური თავდასხმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით. დედაქალაქში განგაში 9 საათზე მეტ ხანს უწყვეტად გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული დრონები, პირველადი ინფორმაციით, Shahed-ები, ცდილობდნენ დედაქალაქზე შეტევას. ამჯერად კიევში ძირითადად სათითაოდ შევიდნენ და არა ჯგუფურად. მაგრამ მტრის ვერცერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია! გააუნებელყვეს ყველა დრონი, რომელიც ემუქრებოდა დედაქალაქს“, – აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში მეტროპოლიტენის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)