კიევის მერი: “ქვეყნის გული” პუტინის სამიზნეა, შესაძლო თავდასხმისთვის მზად ვართ

ს მერი, ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ ისევ შეეცდება კიევის აღებას. ამის შესახებ მან მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ბევრად, ბევრად უკეთესად ვართ მომზადებული, ვიდრე ორი წლის წინ – კიევზე შესაძლო ახალი თავდასხმისთვის. საიდუმლო არ არის, კიევი იყო და რჩება სამიზნედ პუტინისთვის, რადგან დედაქალაქი ქვეყნის გულია. ჩვენ ვიცით ეს და ვემზადებით შესაძლო შეტევისთვის… ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – აცხადებს კლიჩკო.
მისი თქმით, „თუკი პუტინი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს სისხლიანი გადაწყვეტილება იქნება მისთვის“.
Bil-თან ინტერვიუში კიევის მერმა ასევე განაცხადა, რომ არ არის მზად განიხილოს მოლაპარაკებების ან ომის „გაყინვის საკითხები“, ხოლო არავის აქვს გარანტია, რომ – რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შემთხვევაში, ის მეტს არ მოითხოვს.
„ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება დიდი მხარდაჭერა. რუსეთს არანაირ ტერიტორიას არ მივცემთ. ეს ვერ იქნება კომპრომისი“, – ამბობს კლიჩკო ინტერვიუში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში ყველა დაიღალა ომით, მათ შორის – ჯარისკაცებიც ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს გამარჯვების რწმენის ნაკლებობას არ ნიშნავს. კიევის მერი სამხედრო მობილიზაციის აუცილებლობაზეც ლაპარაკობს, რათა ფრონტზე როტაციის შესაძლებლობა გაჩნდეს.
ვიტალი კლიჩკომ Bild-ის ჟურნალისტს ვიდეოინტერვიუ გერმანულ ენაზე მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას