კიევის განცხადებით, სამი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსეთის მორიგ თავდასხმებს

სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა ს თავდასხმას ფრონტისპირა ქალაქ გულიაიპოლეზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზაპოროჟიეს რეგიონში 7 აპრილს, დილით – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს საჰაერო და საარტილერიო იერიშებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე.
“ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპნენ თავიანთი სახლის ნანგრევებში, რომელსაც რუსეთის ჭურვი მოხვდა” – წერს ადგილობრივი გუბერნატორი, ივან ფედოროვი ტელეგრამით.
რუსეთმა ისროლა “შაჰედის” ტიპის 17 დრონი და 10 რაკეტა, ღამის განმავლობაში განახორციელა 88 საჰაერო იერიში – იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 7 პარილს და დასძენს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა რუსეთის მიერ გაშვებული 17-ვე დრონი.
უკრაინის არმიის ცნობითვე, ბოლო დღის განმავლობაში მოხდა 57 სახმელეთო შეტაკება უკრაინის ჯარისკაცებსა და იქ შეჭრილი რუსეთის ძალებს შორის. მ მოიგერია რუსეთის 26 შეტევა აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და განახორციელა თავდასხმები რუსეთის პოზიციებზე 14 არეალში, რითიც გამოიწვია “დანაკარგები ადამიანურ ძალებსა და შეიარაღებაში” – ამბობს უკრაინის არმია განცხადებაში.