კიევის აცხადებს, რომ რუსეთმა სტრატეგიული მნიშვნელობის უკრაინულ ქალაქთან 110 000 ჯარისკაცი შეკრიბა

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკის ასაღებად 110 000 ჯარისკაცი შეკრიბა, განაცხადა პარასკევს, 27 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ოლექსანდრ სირსკის თქმით პოკროვსკის მიმდებარე ტერიტორია აღმოსავლეთით გადაჭიმული 1200 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის „ყველაზე ცხელი წერტილია“.
რუსული ძალები პოკროვსკის აღებას თითქმის ერთი წელია ცდილობენ და ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებენ სასტიკ შეტევებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს აშკარა უპირატესობა აქვს ჯარებისა და იარაღის რაოდენობის მხრივ, ქალაქის აღება მან ჯერ ვერ შეძლო.
და მისი მოკავშირეები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ სამშვიდობო მცდელობების შეფერხებაში, რათა მისმა ძალებმა შეძლონ უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება.
მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკი დიდი ქალაქი არ არის, მას სტრატეგიული ადგილი უჭირავს და ერთმანეთთან აკავშირებს რეგიონში არსებულ სხვა სამხედრო ცენტრებს.
ომამდე პოკროვსკში დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ უმრავლესობამ დატოვა ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ პოკროვსკში უკრაინის თავდაცვითმა ოპერაციებმა აიძულა , უარი ეთქვა თავდაპირველ გეგმაზე, რომელიც პოკროვსკის ფრონტალური შეტევით აღებას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!