კიევზე წუხელაც დრონებით შეტევა იყო

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს “შაჰიდის” ტიპის დრონებით ისევ შეუტიეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი პოპკოს განცხადებით, მტრის ყველა სამიზნე განადგურდა.
მისივე თქმით, თავდაცვის ოპერაციისა და დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში არავინ დაშავებულა.
„ვთხოვ კიევის ყველა მცხოვრებს, არ უგულებელყონ საჰაერო გამაფრთხილებელი სიგნალები და ყოველთვის დაიცვან უსაფრთხოების წესები! იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე!” – მიმართავს პოპკო მოსახლეობას.
ეს ამ თვეში კიევზე უკვე რიგით მეექვსე საჰაერო თავდასხმაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს