დღეს, 23 ივნისს გამთენიისას რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. მანამდე, შუაღამის შემდეგ კიევსა და კიევის ოლქზე დრონებით დარტყმა იყო.
რუსული რაკეტებით იერიშის შედეგად კიევში ისევ დაინგრა მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. ამჯერად, შევჩენკოს რაიონში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 19 ადამიანი. სახლის ნგრევის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ცნობით, კიევში და კიევის ოლქში დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო საცხოვრებელ რაიონებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე.
კლიმენკოს ინფორმაციით, კიევის ოლქში სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
17 ივნისს უკრაინის დედაქალაქში 28 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად.
სარაკეტო დარტყმამ კიევის სოლომენსკის რაიონში დაანგრია 9-სართულიანი აცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.
ფორუმი
