კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო? – ნინო ფოჩხუა

ს სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო! კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო, რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში თქვენი, მოსყიდული პრეზიდენტის, ფოტიგების და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა“-ამის შესახებ ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი ყველა იმ ფსევდოლიბერალურ “ელიტას,” დესტრუქციულ ენჯეოებს. როგორც ფოჩხუა აღნიშნავ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, კანონის სრული დარღვევით, შეასრულა უცხოელი დამკვეთების დავალება და შეიწყალა კრიმინალი.
„ნიკა გვარამიას სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო! კიდევ რამდენჯერ უნდა განიცადოთ ფიასკო, რომ შეწყვიტოთ სტრასბურგის სასამართლოში თქვენი, მოსყიდული პრეზიდენტის, ფოტიგების და კუბილიუსების მხარდაჭერილი, ტყუილზე აგებული სარჩელების გაგზავნა. მაშ რას ერჩოდა ამერიკის დეპარტამენტი მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელმაც განიხილა გვარამიას საქმე? ნეტავ ბოდიშს არ მოუხდიან? ამ გადაწყვეტილებით კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის სამარცხვინო კომენტარებიც გაცამტვერდა.
ასევე ქართული მართლმსაჯულების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი ყველა იმ ფსევდოლიბერალურ “ელიტას,” დესტრუქციულ ენჯეოებს. ცალკე საკითხია იმპიჩმენტდადებული პრეზიდენტი , ეხლაც დაიწყებს, ნაცობას მაბრალებენო. დიახ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, კანონის სრული დარღვევით, შეასრულა უცხოელი დამკვეთების დავალება და შეიწყალა კრიმინალი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ნათქვამია.“-წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ