საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოქმედი ევროპის ჩემპიონი ევრობასკეტის 1-ელ ეტაპზე 83:69 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ თორნიკე შენგელიამ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა:
“მადლობა პირველ რიგში თქვენ, გულშემატკივრებს. ძალიან ემოციებში ვარ. ერთმანეთის თვითრწმენა ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს, მიუხედავად იმისა რომ 6 თამაში ზედიზედ წავაგეთ, ბევრს ეგონა ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით. თითქოს დამაჯერებლობა აღარ იყო, დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. ვამაყობ ჩემი გუნდით, წაგებული თუ მოგებული თამაშის შემდეგ ვიამაყებ ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებითა და ნამდვილი გულშემატკივრით.
ჩვენ ვაკონტროლებდით რიტმს, ესპანელების თამაში მოგეხსენებათ არის ძალიან სწრაფი, მთავარი მიზანი იყო რიტმი გაგვეკონტროლებინა და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა 24 წამის წესი, შეგვეტია შიგნიდან, რამაც შედეგი გამოიღო. ძალიან დიდი დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მწვრთნელების”, – განაცხადა შენგელიამ.
· ნინო ყოჩაღ სანდროს და გოგას NBA-კლასი გამოავლინეს💥
· იბერიელი ყველას გილოცავთ მეგობრებო, მადლობა ბიჭებო, თორნიკე შენგელია არ გეწყინოს ნამდვილი გიორგი სააკაძე ხართ, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს,
[VIDEO] არიის – საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
[VIDEO] არიის – საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი – “ვირტუსმა” “ბრეშა” მეორე მატჩშიც დაამარცხა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
სამწუხარო ამბავი – შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” კალათბურთელია
