კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ – რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?

საქართველოს ნაკრებთან ევრობასკეტი 2025-ის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ფინეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ტეემუ რანიკომ თავისი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის საიტთან ისაუბრა:
„საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც ტემპის დაგდებას და მის მიერ კონტროლირებადი იერიშების წარმართვას ცდილობს, სადაც საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება შეუძლია – ინდივიდუალური მოქმედებები და შეტევაში ფარზე მოხსნები.
ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე მათთან შეხვედრებმა ნათლად დაგვანახა, როგორ უნდა მეტოქეს თამაში. ამავ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ კონკრეტულად ამ გუნდს არ დავპირისპირებივართ, რადგან ახლა NBA-ს კალათბურთელებმა მამუკელაშვილმა და ბითაძემ ძალიან გააძლიერეს.
უფრო სწრაფად თამაში უნდა ვაიძულოთ, მთელ მოედანზე აქტიურები ვიყოთ და ორივე ფარზე ბურთები მოვხსნათ, განსაკუთრებით დაცვაში. გამბედაობა წარმატების გასაღებია. ჩვენ ხომ ფიზიკურად მძლავრი მოწინააღმდეგე დაგვიპირისპირდება“.
აღნიშნულია, რომ მათთვის კარგად ნაცნობ საქართველოს ნაკრებს არ აქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი, მაგრამ შესანიშნავი და შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს, შეკრული, სახიფათო გუნდია, ჯგუფურ ეტაპზე წაგებების შემდეგ პლეი-ოფში გასვლა იმაზე მეტყველებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეუძლიათ და ფინელებს დიდი გამოცდა ელოდებათ.
მოკლედ, მეტოქეს სტრატეგია შემუშავებული აქვს. რა თქმა უნდა, თავისი გეგმა აქვს ჩვენი გუნდის მწვრთნელს ალექსანდარ ჯიკიჩს და ვნახოთ, მისი შეგირდები დავალებას როგორ შეასრულებენ. ერთი სიტვით, სიურპრიზის შემომთავაზებელი ორი ნაკრების დიდი და დაძაბული ბრძოლა იქნება. ქართველი კალათბურთელები ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლებულები უნდა იყვნენ, რადგან ტურნირზე დიდი გმირობა უკვე ჩაიდინეს. თუმცა, იგივე ითქმის ვიზავიზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერი დაემატა. ასე რომ, „რიგა არენაზე“ ქართველი ქომაგები მრავლად იქნებიან.
“ჩვენ დავბრუნდებით” – ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო – საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
“წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო” – რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია – სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
“ჩვენ დავბრუნდებით” – ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა