კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ

კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto – ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ.
„აი კიდევ ერთი სამხილი ბალტიისპირეთის, სახელდობრ ვითომდაც უკრაინის მოკავშირე ლატვიელებისგან. თავად მათივე ტელევიზიის ცნობით ევროკაშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში გადის კაუჩუკი, რომლისგანაც კრემლი ამზადებს იმ თვითმფრინავის ბორბლებს, რომელი თვითმფრინავებითაც შემდეგ აგრესორები ხოცავენ უკრაინელებს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ “მეგობრობისა”, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ. და ამის შემდეგ ესენი საქართველოს რაღაცაზე მიუთითებენ…“ – წერს გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას