“კვლევის ძალიან საგანგაშო შედეგები – ქოცი ქოცად რჩება” – რომან გოცირიძე

ძალიან საგანგაშოა სოციოლოგიური კვლევის შედეგები: გამოკითხულთა 40 პროცენტს მიაჩნია, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდება ეს იქნებს ოპოზიციის, ამერიკის და ევროკავშირის ბრალი. მხოლოდ 54 პროცენტი ფიქრობს, რომ ამაში “ქართული ოცნება” იქნება დამნაშავე, ეს რიცხვი კი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ტოლფასია.
ქოცი ქოცად რჩება. როცა ვერ ხედავს ამ ხელისუფლების დანაშაულს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, სადაც აშკარაა მისი წვლილი, სხვა საკითხთან დაკავირებით( ომი და მშვიდობა, დიპ სტეიტი, ქართველობას გვართმევენ, ევროპა გვრყვინის და ა. შ. ) როგორი იქნება განწყობა, ადვილი მისახვედრია.
მუშაობს “ოცნების”(ნაწილობრივ ეკლესიის) გამომთაყვანებელი პროპაგანდა და ამას სერიოზულად უნდა შევხედოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)