კვლევა: „ოცნების“ რომელმა წინასაარჩევნო გზავნილმა იმუშავა ყველაზე მეტად

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა იქონია რესპონდენტებზე, ხმა მიეცათ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, გამოიკვეთა ორი: ხელისუფლების („ქართული ოცნების“) ცვლილების აუცილებლობა – 36% და სიღარიბის დაძლევა/ეკონომიკური პრობლემების მოგვარება – 36.3%

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილებს, მათ შორის “ომში ჩართვის საფრთხეს” და  ე.წ. ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას, ISSA-ს კვლევის მიხედვით, ამ ფაქტორებს ხმის მიცემისას შემდეგი გავლენა ჰქონდათ:

  • რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილება – 25.5%
  • ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა – 5.5%
  • ნაციონალური მოძრაობის გასამართლება – 3.1%
  •  ს პატიმრობაში დატოვება – 1.8%
  • ოჯახის სიწმინდის და ეროვნული ღირებულებების დაცვა – 13.7%

ამასთან, ISSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო დაახლოებით მესამედი (32%) ადასტურებს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას.

ვრცლად