“კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად” – ყაველაშვილმა 613 პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა:

“საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

პუტინის ადმინისტრაციაში ქართველთმოძულე კირიენკოს მიერ არის მომზადებული დადგენილება დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესის დაწყების ამსახველი – შეიძლება იყოს სტრატეგიული ნაბიჯი

რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ – ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა