კვიპროსის მედია ბორჯომელ ნარკობარონესაზე წერს – ნარკოტრაფიკიდან მიღებული მილიონები ქართულ და უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა

კვიპროსის მედია ნარკოტრაფიკის მასშტაბურ სქემაზე წერს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე, ნარი კაჯაევა, მეტსახელად “ხათუნა” ხელმძღვანელობდა.
გამოცემა KIBRIS DAKIK-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა შექმნა ტრანსნაციონალური ნარკოტრაფიკის ქსელი, რომლითაც მან და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ლიდერებმა მილიონობით ევროს სარგებელი ნახეს.
ეს ის დანაშაული, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ივლისში გახსნეს. ბორჯომელი ნარკობარონესა ჯგუფს თურქეთიდან მართავდა და ნარკოტიკების გაყიდვით მიღებული მილიონობით ლარი უპრობლემოდ გაიტანეს – ფული თურქეთში ირიცხებოდა. ამ პერიოდში, სხვადასხვა ვალუტაში, 20 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. როგორც ირკვევა, ჯგუფი შავ ფულს დაუბრკოლებლად ათეთრებდა, თურქეთსა და კვიპროსშიც ყიდულობდნენ ძვირადღირებულ უძრავ ქონებასა და ავტომობილებს.
თავად ნარი კაჯაევა გამოძიებას ამ დრომდე ემალება. ის დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, ისევე, როგორც ნარკოტრაფიკის სხვა ორგანიზატორები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ