კვიპროსზე რომ დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და ის დაფინანსებას ჰპირდება, დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კეზერაშვილის დაფინანსებაზე

კვიპროსზე რომ დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და ის დაფინანსებას ჰპირდება, დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კეზერაშვილის დაფინანსებაზე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ოპოზიციონერი დეპუტატების კვიპროსზე ვიზიტს და კეზერაშვილის დაფინანსებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების დუმილს ეხმიანება.
„როდიდან გახდა უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული პოლიტიკური პროცესი დემოკრატიული და გამჭვირვალე?!“- წერს ქადაგიძე. ანალიტიკოსის თქმით, უცხო ქვეყნიდან პოლიტიკური პროცესის დაფინანსება არც დემოკრატიულია და არც გამჭვირვალე.
„ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები რომ ჩამობრძანდნენ და თვითკმაყოფილი სახეებით გვიყვებიან, როგორ სკრუპულოზურად უნდა დააკვირდნენ არჩევნებს, მხოლოდ ხელისუფლების კამპანიას დააკვირდებიან თუ რეალურად აინტერესებთ გამჭვირვალე პროცესი?!
ყოველდღე რომ კვიპროსზე დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და შესაბამისად, საერთაშორისო თაღლითი დაფინანსებას ჰპირდება, ეგ როგორ არის? კეზერაშვილის ფული სუფთაა თუ ქართული?
ან როდიდან გახდა უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული პოლიტიკური პროცესი დემოკრატიული და გამჭვირვალე?! ა, თუ როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ეხება, მაშინ მოსულა?!
დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს, კეზერაშვილის დაფინანსებაზე!“- წერს სოციალურ ქსელში.
Previous სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში