სერია B-ს ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „მანტოვა“ 5:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში სერია A-ში იასპარეზებს.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა.
კვერნაძის ანგარიშზე ჩემპიონატის 36 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
„ფროზინონემ“ ბოლო 15 მატჩიდან 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 81 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე – მანტოვა 5:0
გოლები: 1:0 კალო (5, პენ), 2:0 კასტელინი (12, საკ. კარში), 3:0 გეჯემისი (57), 4:0 რაიმონდო (71), 5:0 კუცუპიასი (76)