კვეკვესკირმა გაიტანა – “ლეხმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატზე “ლეხის” ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა მეცხრე ჩატარებულ მატჩში პირველი გოლი გაიტანა.
“რადომიაკთან” ექსტრაკლასას მე-19 ტურში გასვლაზე ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (2:2) კვეკვესკირმა 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში და 68-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ პოზნანური გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ კაცნაკლული დარჩა და ფრეს დასჯერდა.
“ლეხი” 33 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 10 თებერვალს სახლში “ზაგლემბესთან” გამართავს.
რადომიაკი – ლეხი 2:2
გოლები: 0:1 კვეკვესკირი (30), 0:2 პერეირა (50), 1:2 აბრამოვიჩი (79), 2:2 ლეონარდო (90+5)
გაძევება: კარლსტრიომი (64, ლეხი)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში