კვარცახელია, Euro2024-ზე, ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელებში მეშვიდეა – Transfermarkt

Transfermarkt-მა Euro2024-ის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარცახელია მე-7-ეა. მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მლნ ევროა.
სიის სათავეში არიან: ინგლისელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი და ფრანგი ფეხბურთელი, ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „რეალ მადრიდისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებში თავდამსხმელი კილიან მბაპე არიან. მათი სატრანსფერო ღირებულება 180 მლნ ევროა.
ათეულში არიან ფლორიან ვირცი (130 მლნ ევრო), როდრი (120 მლნ ევრო), რაფაელ ლეაო (90 მლნ ევრო), ხავი სიმონსი (80 მლნ ევრო), ნიკოლო ბარელა (80 მლნ ევრო), რასმუს ჰეილუნდი (65 მლნ ევრო), ჯერემი დოკუ (65 მლნ ევრო).