კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

კვარიათში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის [მამაკაცის] ცხედარი იპოვეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, ამ დროისთვის კვარიათის სანაპიროსთან სამართალდამცველები და მაშველები არიან მობილიზებული.
ამ წუთისთვის, გრძელდება მეორე დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.