კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული მეორე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა გუშინ, 28 ივნისს იპოვეს. სამძებრო სამუშაოები 27 ივნისს დაიწყო.