ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლილი“ 4:1 დაამარცხა
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია წინა ოთხ მატჩში სასტარტოში დააყენა, ამჯერად კი 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. მან ბარკოლას ლამაზი პასით გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ხოლო დევიდმა სხვაობა შეამცირა.
პსჟ 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 14 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს – ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს.
პსჟ – ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა
(6), 2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)
ყოჩაღ კვარა, ასე გააგრძელე! კრიტიკას ნუ უსმენ, ასიანებს მოუსმინე. შეეცადე ტრავმა არ მიიღო და ბუცებიც ვარდისფერი ძაან გიხდება რა. კიდევ გეტყვი, რომ ჯობია დიდ ფულს ნუ შეინახავ სახლში და უმეტესი დააბანდე აქ, საქართველოში.
ლივერპულთან სავარაუდოდ თუ ვინმე არ დაშავდა ეს სასტარტო შემაგდენლობა დაიწყებს. დუბლიორებს 15-25 წუთს მიცემენ და რენთან პირიქით დუბლიორებს გამოიყვანენ თუ იქამდე ლივერპულმა პირველ თამაში ყველაფერი არ მოამთავრა რაც უფრო სავარაუდოა.
