“კვარა” შეცვლაზე შევიდა – პსჟ-მა “ლივერპულთან” მატჩამდე “ლილს” ადვილად მოუგო

ლიგა 1-ის 24-ე პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლილი“ 4:1 დაამარცხა
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ოთხ მატჩში სასტარტოში დააყენა, ამჯერად კი 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. მან ბარკოლას ლამაზი პასით გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ხოლო დევიდმა სხვაობა შეამცირა.
პსჟ 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 14 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს – ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს.
პსჟ – ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა (6),
2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში