კვარა, შენ მოგმართავ – მიხეილ ყაველაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

„კვარა, შენ მოგმართავ – არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, ფეხბურთელ ს მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს.
როგორც ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, 1990-იან წლებში, სწორედ მსგავსი ლოზუნგების შედეგად დაიწყო ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება.
„ჩვენ დღეს ძლიერები რომ არ ვიყოთ, კვარა, შენ მოგმართავ – შენი გამონათქვამი ოპოზიციის მიერ იქნა გამოყენებული და ასე დაიწყო 90-იან წლებში სამოქალაქო ომი. ასე დაგვდევდნენ ჩვენც – ზოგი მოღალატედ გვნათლავდა და ქართველმა ბიჭებმა ერთმანეთს იარაღი მიუშვირეს. ამ ნაძირალებმა, რომელთაც ატაცებული აქვთ შენი ეს გამონათქვამი, მათ განზრახული აქვთ რევოლუცია და ქვეყნის გადაყირავება. ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი – ესენი ჰყავთ ჩახოცილი, ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა. კვარა, შენ მოგმართავ! შენ არავის საკუთრება არ ხარ, შენ საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის. ამის გააზრებას გთხოვ – ყველას გთხოვთ, ბიჭებო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Next: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან