Areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ფიზიკური ფორმა გააუმჯობესა, პსჟ-ში ადაპტაცია გაიარა, ტექნიკური უნარები გამოავლინა და გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების მოწონება დაიმსახურა. გამოცემა „ნაპოლის“ ყოფილი ნახევარმცველის ბლერიმ ჯემაილის რადიო RSI-ის ეთერში გამონათქვამს ციტირებს:
„კვარა“ ცდილობდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა „ნაპოლი“ დაეტოვებინა? დიახ. ის იქ ტიფოზების კერპი იყო. მეც ძალიან პოპულარული ვიყავი, გარეთ გასვლა საერთოდ არ შემეძლო. ერთ ამბავს მოგიყვებით. როდესაც ესეკიელ ლავეცი ქალაქში გადაადგილდებოდა, სანაპიროზე არგენტინელის ავტომობილს შუა ქუჩაში აჩერებდნენ და მასთან მიდიოდნენ. ჩემი აზრით, კვარაცხელიას ციკლი ნეაპოლში დასრულდა. ის გულშემატკივრების მხრიდან
ასეთ სიყვარულს ვერ გრძნობდა. თუმცა, რაც გუნდისთვის გააკეთა, რაღაც წარმოუდგენელი იყო. თავად განსაჯეთ, როგორი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოპოვებაში“.
