კვარაცხელია 23 წლისაა – გამორჩეული “მილანთან”, კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან… [PHOTOS]

ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა “მილანს” უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; “კვარამ” რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის…
“სან სიროზე” გამართულ მატჩს “მილანის” ექსფეხბურთელი, თბილისის მერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი
გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ…
“კვარას” სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. “ინსტაგრამზე” მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა…
Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..