კვარაცხელია: შანსები თანაბარია – კიდევ უფრო მეტი შემიძლია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პსჟ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პრესკონფერენციაზე კომენტარი პარიზული გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:
„ვიცით, რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ძალიან კარგად მოვემზადეთ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ. მძიმე დაპირისპირება გველის, ყველაფრისთვის მოვემზადეთ, მოედანზე გასვლისას არა სტადიონის ატმოსფეროზე, არამედ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
პირველ მატჩში ვდომინირებდით, რაც ადვილი არ არის. ამჯერად მომენტები უნდა გამოვიყენოთ. შანსები თანაბ
არია. ყველაფერი შესაძლებელია. ადაპტაცია ადვილად გავიარე, ამაში პარტნიორები დამეხმარენ. კიდევ უფრო მეტი შემიძლია, პროგრესისთვის ბევრს ვმუშაობ და მნიშვნელობა არ აქვს, მწვრთნელი რომელ პოზიციაზე დამყენებს, მთავარია გუნდისთვის სასარგებლო ვიყო“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში