კვარაცხელია პსჟ-ში 48 საათში გადავა და წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს – Le Parisien
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ოთხშაბათს გახდეს ცნობილი, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იუწყება.
„კლუბებმა პოზიციები დაახლოვეს, მაგრამ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მოლაპარაკებები ფრთხილად მიმდინარეობს, რათა მხარეებს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდეს. „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს. პარიზელებმა ვაჭრობა 65 მილიონიდან დაიწყეს და მზად არიან, მაქსიმუმ, 75 მილიონი გადაიხადონ.
პსჟ ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა კლუბში სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ. ქართველი ფეხბურთელი გადასვლის შემთხვევაში ხელფასის სახით სეზონში, მინიმუმ, 8 მილიონ ევროს მიიღებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ტრანსფერზე თანხმობა ზაფხულში განაცხადა, რადგან სურდა შემტევი ხაზის გაძლიერება“, – წერს Le Parisien-ი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით 85 მატჩი აქვს ჩატარებული, მან 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პირველი არხი