კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა 20-ეულშია – Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ს სატრანსფერო ღირებულება 80-დან 90 მლნ ევრომდე გაიზარდა, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.
ამ მონაცემით, ქართველი შემტევი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ოცეულშია და მე-20 ადგილს ხულიან ალვარესთან, უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და მოიზეს კაისედოსთან ერთად იყოფს.
გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით:
· ვინისიუს ჟუნიორი, 24 წლის („რეალი“) – 200 მლნ ევრო
· ლამინე იამალი, 17 წლის („ბარსელონა“) – 180 მლნ ევრო
· ჯუდ ბელინგემი, 21 წლის („რეალი“) – 180 მლნ ევრო
· ერლინგ ჰოლანდი, 24 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 180 მლნ ევრო
· კილიან მბაპე, 26 წლის („რეალი“) – 170 მლნ ევრო
· ბუკაიო საკა, 23 წლის („არსენალი“) – 150 მლნ ევრო
· ფლორიან უირტცი, 22 წლის („ლევერკუზენი“) – 140 მლნ ევრო
· ჯამალ მუსიალა, 22 წლის („ბაიერნი“) – 140 მლნ ევრო
· ფედერიკო ვალვერდე, 26 წლის („რეალი“) – 130 მლნ ევრო
· პედრი, 22 წლის („ბარსელონა“) – 120 მლნ ევრო
· კოულ პალმერი, 23 წლის („ჩელსი“) – 120 მლნ ევრო
· დეკლან რაისი, 26 წლის („არსენალი“) – 120 მლნ ევრო
· ალექსანდრ ისაკი, 25 წლის („ნიუკასლი“) – 120 მლნ ევრო
· როდრი, 28 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 110 მლნ ევრო
· მაიკლ ოლისე, 23 წლის („ბაიერნი“) – 100 მლნ ევრო
· ალექსის მაკკალისტერი, 26 წლის („ლივერპული“) – 100 მლნ ევრო
· როდრიგო, 24 წლის („რეალი“) – 100 მლნ ევრო
· ფილ ფოდენი, 25 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 100 მლნ ევრო
· ლაუტარო მარტინესი, 27 წლის („ინტერი“) – 95 მლნ ევრო
· ხვიჩა კვარაცხელია, 24 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო
· დეზირე დუე, 20 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო
· უსმან დემბელე, 28 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო
· ხულიან ალვარესი, 25 წლის („ატლეტიკო“) – 90 მლნ ევრო
როგორც ხედავთ, ოცეულის ყველაზე ასაკოვანი წევრები როდრი და უსმან დემბელე არიან, რომელთა ასაკი 28-28 წელია, ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი – 17 წლის ლამინე იამალი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის რიგებში იანვარში გადავიდა და პირველსავე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
პსჟ, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, მე-9 გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში სამივე ამ ტურნირის მოგება და ე.წ. „ტრებლის“ შესრულება შეძლო.
წყარო: bpn.ge