სანაკრებო პაუზას მოყოლებული ჩატარებული ტურის შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების მოახლოებამდე, თასის მატჩები ჩატარდება. ჩვენთვის საინტერესო შეხვედრები როგორც საფრანგეთში, ასევე იტალიაშია.
სამშაბათს, 1-ელ აპრილს, 23:10 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ერთმატჩიან ნახევარფინალში “დიუნკერკს” “მარსელ ტრიბუტზე” (4 933) ეწვევა. რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ამავე დღეს, მისი “ემპოლი” ორმატჩიან ნახევარფინალში “ბოლონიას” 23:00 საათზე დაუხვდება.
უდიდესი ალბათობით, პარიზელები ქვეყნის ჩემპიონობას ოფიციალურად მომავალ შაბათს გაიფორმებენ(ქულა სჭირდებათ), მანამდე კი თასთან მიახლოებაც (აქამდე 15-ჯერ მოუგიათ) შეუძლიათ. “დიუნკერკი” ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, აქ გია გურული თამაშობდა. ისინი ამჟამად ლიგა 1-ში
დასაწინაურებლად ძნელად, მაგრამ მაინც იბრძვიან.
კვლავ რთულია, ლუის ენრიკეს ძირითადი თერთმეტეული ივარაუდო. ხვიჩა კვარაცხელიას “სენტ ეტიენთან” ტკივილი აწუხებდა და იქნებ ქართველმა დაისვენოს, კიდეც. ამის შანსი საკმაოდ დიდია. ვარაუდობენ, რომ ცენტრალური მცველი კიმპემბე, რომელიც დიდხნიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, სასტარტოში იქნება.
“დიუნკერკი” აგრძელებს ოცნებისთვის ბრძოლას და იმედი აქვს, პსჟს ლიგაზე გადართვით ისარგებლებს. ენრიკეს დიდი საკადრო არჩევანი აქვს.
მეორე ნახევარფინალური წყვილი “კანი” – “რეიმსია” და პარიზელებს ძლიერი კონკურენტი არ ჰყავთ.
სამშაბათის შეხვედრის მთავარი მსაჯი 39 წლის ჟერომ ბრიშარდი იქნება. მას ევროტურნიეებზეც ვხედავთ და სანაკრებო მატჩებზეც, ბარათების გამოყენებას კი არ ერიდება.
რაც შეეხება იტალიის თასის ნახევარფინალს, აქ ერთი წყვილი მილანური დერბია და ტურნირის ფავორიტიც მათში გამარჯვებული იქნება. ფინალში გასასვლელად საბა გოგლიძის “ემპოლი” და “ბოლონია” იბრძოლებენ.
1999 წლის შემდეგ საბას გუნდს თასზე ასეთი წარმატებული კამპანია არ ჰქონია. სამწუხაროდ, “ემპოლი” ჩემპიონატში გასავარდნ ზონაშია და ხასიათის გამოსწორება სწორედ “კოპა იტალიაზე” შეუძლია.
უკვე 4 მატჩია, “ბოლონია” ემპოლელებთან არ მარცხდება. ვნახოთ, ამჯერად “კარლო კასტელანზე” (16 284) რას ვიხილავთ და რა იქნება 24 აპრილს, განმეორებით შეხვედრაში.
