კვარაცხელია ისევ ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

Transfermarkt-მა ლიგა 1-ის ფეხბურთელების ფასები განაახლა და მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა და 80 მილიონია, ის მაინც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
ამ მონაცემებით რეიტინგში მეორე ადგილზე 75 მილიონით უსმან დემბელეა (პსჟ+20 მლნ), მესამეზე კი 70 მილიონით ბრედლი ბარკოლა (პსჟ+5 მლნ).
„ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ფასმა 2 მილიონით მოიმატა და 20 მილიონი გახდა. „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის ღირებულებაც 2 მილიონით გაიზარდა და ახლა 10 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში