გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გასული თვის “ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება კლუბის საიტი:
“ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში გულშემატკივრებმა გუნდის MVP-ედ დაასახელეს. “კვარამ” ქომაგები გოლებით, საგოლე გადაცემებით, გონებამახვილი თამაშითა დ გმირობებით მოხიბლა”.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კლუბში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.