კვარაცხელია თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა, კონტეს ცივად მიესალმა, კასანოს კი გული დასწყვიტა [PHOTO]

„ეს „ნაპოლიში“ „კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“.
რადიო Crc-ის ჟურნალისტმა მასიმო დ’ალესანდრომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ კარიერის
ნეაპოლური ეტაპი ტრამპლინად გამოიყენა, ახალ თავგადასავალს იწყებს, თუმცა ლორენცო ინისინიესგან, დრის მერტენსისგან და პიოტრ ზილენსკისგნ განსხვავებით თავისუფალი აგენტის სტატუსით კი არ წავიდა, არამედ კლუბის ხაზინას 75 მილიონი ევრო შესძინა.
ხვიჩას შესახებ Viva el Futbol-ის პოდკასტში იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: „ნაპოლი“ ჩემპიონს კარგავს, პოტენციურ ფენომენს. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, უკანასკნელ ხანს თამაში არ გამოუვიდა. კონტეს და კვარაცხელიას საფეხბურთო იდეები განსხვავებულია. სპალეტისთან იდეალური იყო, ყოველთვის მეტოქის ნახევარზე თამაშობდა.
.
კონტე ერთის მხრივ უკმაყოფილოა, მეორეს მხრივ კი ნერესს უკეთ თამაშს აიძულებს. ლეაოზე მუდამ ლაპარაკობენ, მაგრამ მის 75 მიოლად წასაყვანად არავინ არ მიდის, ხოლო „კვარა“ ამ ფასად 15 წუთში შეიძინეს. ჩვენ კიდევ ერთ ჩემპიონს ვკარგავთ, რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ, პსჟ-ში მიდის და მისი თამაშით იქ მივიღებს სიამოვნებას. ჩვენი ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო უფერული ხდება – 0:0. ახლა „ნაპოლიმ“ გარნაჩოს დამატებით რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს“.