“კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის” – რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

რუსული sport24 ს ერთ-ერთ აგენტ ნუკრი რევიშვილს ესაუბრა, რომელსაც კითხვა გიორგი მამარდაშვილის განცხადებას შესახებ დაუსვეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრების კიპერმა თქვა, რომ ხვიჩა მთელს ესპანეთის ნაკრებს სჯობია.
“რა თქმა უნდა, ხვიჩა ესპანეთის მთელ გუნდს სჯობს, ამიტომ მამარდაშვილის სიტყვებს ვეთანხმები. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა.
გუტის განცხახება და მისთვის მაისურის გაგზავნა? – ხვიჩა ამას აუცილებლად გააკეთებს. კვარაცხელია დაამარცხებს დღეს ესპანეთს და ზუსტად ამ მაისურს გაუგზავნის, კაი მიზეზი იქნება”, – თქვა რევიშვილმა.