„ვენეციასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კითხვაზე უპასუხა, შეიძლება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიამ და დავიდ ნერესმა ერთად ითამაშონ:
„ეს შესაძლებელია, მაგრამ ბალანსის დაცვაა გასათვალისწინებელი და ვის უპირისპირდები. საუბარია მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე. აქამდე ერთად პოლიტანო და კვარაცხელია თამაშობდნენ, ბოლო ორ შეხვედრაში კი – პოლიტანო და ნერესი. ადრე თუ გვიან კვარაცხელიას და ნერესს ერთად ნახავთ ძირითად შემადგენლობაში. ეს ვინმეზე უარის თქმას აბსოლუტურად არ ნიშნავს. პოლიტანოს ნაწლავის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დღეს ივარჯიშა, მის მდგომარეობას ყურადღებით დავაკვირდებით და შევაფასებთ. ვერ გეტყვით, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ.
ვნახოთ“.
calcionapoli24 იტყობინება, რომ კონტემ შეიძლება სასტარტოში სულაც სირილ ნგონჟი დააყენოს.