კვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 0:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ის გარემარბმა მ გააკეთა.
„ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა. ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვებას ან ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. საპასუხო შეხვედრისთვის მოვემზადებით. „ენფილდზე“ რთული დაპირისპირება გველის. ისევ ასეთივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გავიტანოთ.
გაუქმებულმა გოლმა გული ძალიან დამწყვიტა, თუმცა მუშაობის გაგრძელება გვმართებს და შედეგები მოვა – გუნდისთვის და ჩემთვის“, – ციტირებს კვარაცხელიას Canal+-ი.