“კვარაცხელია ამას ვერ იაზრებს” – ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქართველი გააკრიტიკა

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ “პარტენოპეისა” და “ბრაგას” (2:0) მატჩი შეაფასა, იტალიელმა კომენტარი ზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.
“კვარაცხელიას არ ესმის, რომ ოპონენტებმა მისი თამაში შეისწავლეს, როგორც კი მის წინააღმდეგ მოქმედებას ორი მცველი იწყებს, ფაქტობრივად იკარგება. უნდა გაიაზროს, რომ თამაშის სტილი შეცვალოს. როდესაც “ნაპოლიში” ვთამაშობდი, მარადონა ჩემი გუნდელი იყო, ვარჯიშებს აცდენდა, თუმცა ამაზე პრობლემა არავის ჰქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მატჩებს მარტო მოიგებდა”, – განაცხადა მაურომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” “ბრაგასთან” გამარჯვებით 1/8 ფინალის
საგზური მოიპოვა.
ნატურალური დრიბლიორის თამაშს ვერ შეისწავლი, იმიტომ რომ იმპროვიზაციაზე არის მისი თამაში აგებული, და თვითონაც არ იცის, ერთი მილიწამის შემდეგ რას გააკეთებს.
უბრალოდ დღის რეჟიმი აქვს არეული და აღარ ვარჯიშობს ისე, როგორც წინა სეზონში ვარჯიშობდა.