“კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით” – აგენტმა სიტუაცია განმარტა

“ნაპოლიდან” პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შუამავალმა, Select Sports Management LLC-ის წარმომადგენელმა მიჩ ბაკსმა განაცხადა, რომ ქართველის პარიზულ გუნდში გადაყვანაზე დიდი ხანი მუშაობდნენ.
“დიდი ტრანსფერის მომზადებას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ! “კვარა” პსჟ-შია, ყოჩაღ! შკუმბინ კორმემეტი და მთელი გუნდი 6 თვე ხმაურის გარეშე მუშაობდა და საქმე წარმატებით დასრულდა.
მადლობა მამუკა ჯუღელს, ფეხბურთელს და მის ოჯახს პატიოსნებისთვის და პატივისცემა, რაც ამ სფეროში დღეს უცნაური და იშვიათია. თქვენ კიდევ გყავთ შესანიშნავი მოთამაშეები, რომლებიც დაფასებას იმსახურებენ”, – წერს მიჩ ბაკსი “ტვიტერზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში