გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მალე დატოვებს “ნაპოლის”. ნიგერიელის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროა და მისი სამსახურით პსჟ და “ჩელსი” არიან დაინტერესებული.
Teamtalk-ის მტკიცებით, ლონდონურ კლუბს ძალიან უნდა ოსიმენის ხელში ჩაგდება, მაგრამ ფასი ეძვირება და არაა გამორიცხული, ტრანსფერის განსახორციელებლად “ნაპოლის” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.
საუბარია ოსიმენის და შემტევი ნახევარმცველის მიხაილ მუდრიკის ბარტერზე. რა თქმა უნდა, ვიქტორის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მუდრიკის და სავარაუდოდ, “ჩელსი” მზადაა გარკვეული თანხაც გადაიხადოს, რომლის ოდენობას გამოცემა არ აზუსტებს.
ასე რომ, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ სეზონში შეტევაში ახალი პარტნიორი
ჰყავდეს. 23 წლის უკრაინელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.