კვარაცხელიას მომავალი მამის და აგენტის გადასაწყვეტი არ არის – „ნაპოლი“

იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ს აგენტს, მამუკა ჯუღელსა და მამას, ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კვარაცხელიას ბედს არა ისინი, არამედ თავად კლუბი გადაწყვეტს.
„კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის, ბადრი ჯუღელის განცხადებებთან დაკავშირებით ნაპოლი იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ სამი წლის განმავლობაში აკავშირებს კონტრაქტი“, – წერს „ნაპოლი“ 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„კვარაცხელია არ არის სატრანსფერო ბაზარზე. ნაპოლისთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელის ბედს აგენტები და მამები კი არ წყვეტენ, არამედ კლუბი „ნაპოლი“. ამბის დასასრული“, – წერია განცხადებაში, რომელიც კლუბმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
წინა დღეს, 16 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მამუკა ჯუღელმა და ბადრი კვარაცხელიამ, – რომლებიც მეგობრები არიან, – ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მომავალზე ისაუბრეს.
„ლიგაზე რომ გავლენ, გეუბნები ახლა… ეგენი ისევ ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას იქ დარჩენა უნდა. სხვანაირად არ გაიგოს ხალხმა“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა, შემდეგ კი დასძინა, რომ მთელი ოჯახი ელოდება ევროპის ჩემპიონატს.
„ბავშვსაც არაფერს არ ველაპაკებით… მე და მამამისს გვაქვს რაღაც თემებზე ლაპარაკი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ახლა პრიორიტეტია ლიგის გუნდი“, – თქვა ჯუღელმა პირდაპირ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე – ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები კისრის, სახის, თავის, ზურგის, მუცლის არეში, ზედა და ქვედა კიდურებზე ჰქონდა მიყენებული, ის ოთარ ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა

გურამ მაჭარაშვილი – ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ – ახლა გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას თუ არა