სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რომასთან“ 0:2 დამარცხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ბოვეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ ბელოტი რაჰმანის გაექცა, პასი ბოვეს გაუკეთა და მას ორიოდ მეტრიდან მეკარე მერეტმა არ გაატანინა. რომაელები მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიას და ოსიმენს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. ხვიჩა დაცვასაც ეხმარებოდა და მასთან ბურთზე ბრძოლაში უხეშობისთვის კრისტენსენმა ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ხვიჩას წაქცევისთვის მსაჯმა მცველი არ გააფრთხილა, საჯარიმოში პარედესმა ოსიმენს ხელი სახეში
მოარტყა, ცოტა ხანში კრისტანტემ ყვითელი ბარათი ქართველთან უხეშობისათვის მიიღო და „კვარასა“ და მოურინიოს შორის დიალოგიც გაიმართა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ზილენსკის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს მეკარე რუი პატრისიუ დაეუფლა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა ლობოტკამ მიიღო, რომელიც კაიუსტემ შეცვალა. მერე პოლიტანომ ჟალევსკის უხეშობაზე გადაჭარბებული უხეშობით უპასუხა, გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი „ნაპოლის“ კარი შეცვლაზე შესულმა პელეგრინიმ დალაშქრა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ლუკაკუს გატანა მერეტმა არ დაანება, არბიტრმა ოსიმენსაც წითელი ბარათი უჩვენა, ხვიჩა შეცვალეს, ბოლოს ლუკაკუმაც გაიტანა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.
რომა – ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 პელეგრინი (76), 2:0 ლუკაკუ (90+6)
გაძევება: პოლიტანო (65), ოსიმენი (86)
ეს თამაში წააგო პოლიტანომ და მოიგო მაურინიომ. ჟოზემ რაც წინა სეზონში ვითომ იხუმრა ხვიჩაზე, წელს აასრულებინა თავის შეგირდებს პირველ ტაიმში. ცხადია ასეთი უხეშობის შემდეგ ხვიჩამ ვეღარ ითამაშა. ვისაც უთამაშია ფეხბურთი ის გაიგებს თუ რატომ. მოურინიო ძალიან პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია. სანახაობა 0ია მისთვის. პოლიტანოს გაძევების შემდეგ 4 ფეხბურთელი გამოცვალა, ვისაც ყვითლები ჰქონდა. პროფესიონალია მაინც, ვერაფერს იტყვი. მაცარი საერთოდ გაიგებრობაა. ამ პოლიტანოს რა ეტაკა ასეთი სრულიად უწყინარ სიტუაციაში აიკიდა წითელი, მე შენ გეტყვი რომას საჯარიმოსთან იყო და თითქოს გოლი გაქონდა. მგონი ნაპოლი წელს ხუთეულშიც ვერ მოხვდება. ოსიმენმაც დაიმსახურა 2ყვითელი. თან პარადოქსი ისაა კიდევ რომ ამ მსაჯს მთელი თავის კარიერაში არავინ გაუძევებია და ეხლა 2 წითელი ერთ თამაშში)