Arenanapoli-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრა გამოტოვოს, სადაც მისი “ნაპოლი” 7 აპრილს გასვლაზე “მონცას” დაუპირისპირდება.
ჩვენებურს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა, რის გამოც “ატალანტასთან” შეხვედრაში უკვე ვერ იასპარეზა.
1-ელ აპრილს ხვიჩამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, თუმცა გუნდთან ერთად სრულფასოვან წვრთნას ვერ გადის და დღესაც მარტომ ივარჯიშა.
ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ კვარაცხელიას დღეს ექიმები შეამოწმებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეეძლება თუ არა თამაში “მონცასთან”.