კვარაცხელიას გამოუყენებელი შანსი – “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა [VIDEO]

სერია A-ს მე-15 ტურში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. ტაიმის ბოლოს “კვარას” კამბიასო ისევ ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა ბურთი ზურგში ესროლა და ყვითელი ბარათი მიიღო.
იუვენტუსი – ნაპოლი
დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.

მოჭრილი დაურტყა თავის სტილში ერთი-ერთზე მყოფ მეკარესთან და ხუთი მეტრით ააცილა კარს. ნუ ხდება ხოლმე ფეხბურთში უარესებიც ხდება რამდენიც გინდა, მაგრამ კბილების კრაჭუნი მოედანზე პროვინციალიზმის ნიშანია, ბურთზე ხელი რომ აურტყა, გაეხუმრასავით, ინსტიქტურად აურტყა ხელი, სახეზე ღიმილიც ქონდა, მაგრამ ხვიჩამ პირად შეურაცყოფად მიიღო. უბრალოდ ერთ დროს ღიმილიანი და მორიდებული ბიჭის იმიჯი ძალიან არაბუნებრივად შეიცვალა