კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა – პსჟ-მა “ტულუზას” მოუგო

ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ტულუზა“ 1:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით
დაიწყო, ჯერ საფონოვმა გადაარჩინა თავისი გუნდი, ცოტა ხანში კი პსჟ ფაბიან რუისმა დააწინაურა. 74-ე წუთზე ბარკოლა რამუშმა შეცვალა და ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა გაიმარჯვა.
პსჟ 56 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.
ტულუზა – პსჟ 0:1
გოლები: 0:1 ფაბიან რუისი (53)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში