კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა

კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა
მ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.
ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ნაკრების ლიდერმა ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე შეცვალეს. ხვიჩამ პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მეორე ნახევარში კი შესანიშნავი გოლი გაიტანა.
პირველ ტაიმში „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ „ასტონ ვილამ“ 35-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და მორგან როჯერსის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. ფრანგებმა მეტოქეს პასუხი სწრაფად გასცეს – 39-ე წუთზე დეზირე დუეს გოლით ანგარიში გათანაბრდა.
კვარაცხელიამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე გაიბრწყინა – ცრუ მოძრაობებით ორი მცველი ჩამოიშორა და მეკარისაგან ახლო მაღალ კუთხეში კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლის გატანა შეძლო.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა დააფიქსირა და პსჟ-მა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ასტონ ვილას“ შორის 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება.
პირველი არხი