ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში, პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც მატჩის დაწყებამდე მცირე პრეზენტაცია მოუწყვეს და გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ კი ლუის ენრიკემ ქართველის ნაცვლად მოედანზე მარკო ასენსიო შეუშვა.
ქართველმა თამაში აქტიურად დაიწყო და აკემს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიაღებინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დემბელეს და ფაბიან რუისს გატანა მეკარე დიუფმა არ დაანება, დუემ ოდნავ ააცილა მიზანს, რამუშმა ბურტი ძელს გაარტყა.
სტუმრებმა უშედეგო კონტრშეტევებით უპასუხეს, რომელთა რიგებში ნაკამურა გამოირჩეოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში დედაქალაქელები გააქტიურდნენ და ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ 47-ე წუთზე უსმან დემბელეს გაატანინა. 56-ე წუთზე კეიტო ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პსჟ აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
ამრიგად, “პარი სენ ჟერმენი” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით 1-ელ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, “შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართავს.
პსჟ – რეიმსი 1:1
გოლები: 1:0 დემბელე (47), 1:1 ნაკამურა (56)